მეცნიერების საათი ყველასთვის
“მეცნიერების საათი ყველასთვის” არის მშვიდი და ინკლუზიური პროგრამა ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც სჭირდება უფრო დაბალი სენსორული დატვირთვის მქონე გარემო.
პროგრამის განმავლობაში მუზეუმში:
ხმაური შემცირებულია
ჯგუფების რაოდენობა შეზღუდულია
აქტივობები მიმდინარეობს მშვიდ და პროგნოზირებად ფორმატში
პროგრამა განსაკუთრებით შესაფერისია:
სენსორული მგრძნობელობის მქონე ბავშვებისთვის
ნეიროდივერსული ბავშვებისთვის (აუტიზმის სპექტრი, ADHD და სხვ.)
ბავშვებისთვის, ვისაც ხმაურიანი სივრცე სტრესს უქმნის
”მეცნიერების საათი ყველასთვის” არ არის თერაპია.
ეს არის ადაპტირებული სამეცნიერო გამოცდილება, რომელიც შექმნილია ზრუნვითა და პატივისცემით.
რას მოიცავს პროგრამა:
მშვიდი ექსკურსია შერჩეულ ექსპონატებთან
დასვენების მოკლე პაუზა
ლაბორატორიული ნაწილი დაბალი სენსორული დატვირთვის ექსპერიმენტებით
ბავშვებს შეუძლიათ იმოქმედონ საკუთარ ტემპში და ნებისმიერ დროს შეისვენონ.
ასაკი: 4+
ჯგუფი: მაქსიმუმ 10 მონაწილე
ხანგრძლივობა: 60 წუთი
პერიოდულობა: თვეში ერთხელ
მონაწილეობა: უფასო
წინასწარ ჩაწერა: აუცილებელია
რატომ შევქმენით ეს პროგრამა?
ექსპერიმენტორიუმში გვჯერა, რომ მეცნიერება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
”მეცნიერების საათი ყველასთვის” არის ჩვენი ნაბიჯი ინკლუზიური სივრცის შესაქმნელად, სადაც ყველა ბავშვი და ოჯახი თავს უსაფრთხოდ და მისაღებად იგრძნობს.