მოლეკულების დეტექტივი
“რა არის ეს?” → “ახლა უკვე მესმის”
პრაქტიკული ქიმიის პროგრამა, სადაც ბავშვები სწავლობენ ფიქრს, კითხვების დასმას და პასუხების დამოუკიდებლად აღმოჩენას.
ასაკი: 10-12 წელი
ლაბორატორია
4 შეხვედრა
დაჯავშნე ადგილი +995 592 042 910
ქიმიის სკოლა
„მოლეკულების დეტექტივი“
ქიმიკოსი დეტექტივია. მისი ლაბორატორია - მთელი სამყარო.
ბავშვები ამ ასაკში სვამენ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს. ეს პროგრამა ამ კითხვებს სერიოზულად უდგება.
თითოეული შეხვედრა გამოძიებაა. ბავშვი კითხვით მოდის და პასუხით მიდის - პასუხით, რომელიც მან თვითონ მოიპოვა.
ასაკი: 10–12 წელი
4 შეხვედრა × 2 საათი
ფორმატი: ნამდვილი ლაბორატორია
ღირებულება: 240 ლარი
როგორ მიმდინარეობს კურსი
პროგრამა შედგება 4 ეტაპისგან -
ლოგიკური გზით „რა არის?“ → „როგორ მუშაობს?“ → „როგორ ვცხოვრობთ ამით?“ → „რა შეგვიძლია შევქმნათ?“
1. მოლეკულების დეტექტივი
როგორ ამოვიცნოთ ნივთიერება ეტიკეტის გარეშე?
ბავშვი სწავლობს ნივთიერებების „წაკითხვას“ რეაქციების მეშვეობით.
2. ნივთიერებები მოქმედებაში
რა ხდება, როცა ნივთიერებები ერთმანეთს ხვდებიან?
ბავშვი ხედავს რეაქციებს და სწავლობს მათი მართვას.
3. ქიმია ჩემში
რა ხდება ჩვენს სხეულში ამ წამს?
ბავშვი ხვდება, რომ სიცოცხლეც ქიმიაა.
4. გამომგონებელი ქიმიკოსი
რა შეიძლება შევქმნათ საკუთარი ხელებით?
ბავშვები ქმნიან რეალურ ნივთებს
რატომ არის ეს კურსი მნიშვნელოვანი
ბავშვი თავად პოულობს პასუხებს
ვითარდება ლოგიკა და კვლევითი აზროვნება
ქიმია უკავშირდება რეალურ ცხოვრებას
ქრება „სირთულის შიში“
ჩნდება განცდა - „მე შემიძლია გავიგო რთული“
ფინალი
კურსის ბოლოს თითოეული მონაწილე იღებს სერტიფიკატს და გამოცდილებას, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ცოდნა.