სამეცნიერო მუზეუმი ექსპერიმენტორიუმი 2016 წელს გაიხსნა და მეცნიერების სახალისო და პრაქტიკული მეთოდებით პოპულარიზებას ემსახურება. მუზეუმში წარმოდგენილია ფიზიკის 70-მდე ინტერაქტიული ექსპონატი და ქიმიის ლაბორატორია.
ექსკურსიისა და შოუს გარდა, მუზეუმში ტარდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამა სკოლისა და ბაღის მოსწავლეებისთვის ექსპერიმენტორიუმში შესაძლებელია დაბადების დღისა და სხვადასხვა ღონისძიების განსხვავებულ ფორმატში აღნიშვნა. სურვილის შემთხვევაში, ღონისძიებებისთვის შესაძლებელია მუზეუმის მეცნიერული შოუს ნებისმიერ ლოკაციაზე შეკვეთა.